_ _ _ _____ ___ __ __ _(_) | _(_)___ / ( _ ) / /_ ___ ___ _ __ ___ \ \ /\ / / | |/ / | |_ \ / _ \| '_ \ / __/ _ \| '_ ` _ \ \ V V /| | <| |___) | (_) | (_) | (_| (_) | | | | | | \_/\_/ |_|_|\_\_|____/ \___/ \___(_)___\___/|_| |_| |_|
ელა ფიცჯერალდი | |
---|---|
ინგლ. Ella Fitzgerald | |
| |
ბიოგრაფია | |
ნამდვილი სახელი | ელა ჯეინ ფიცჯერალდი |
დაბ. თარიღი | 25 აპრილი, 1917 |
დაბ. ადგილი | ნიუპორტ-ნიუსი, აშშ |
გარდ. თარიღი | 15 ივნისი, 1996 (79 წლის) |
გარდ. ადგილი | ბევერლი-ჰილზი, აშშ |
დასაფლავებულია | Inglewood Park Cemetery |
ეროვნება | აფრო-ამერიკელები |
ჟანრ(ებ)ი |
|
საქმიანობა | |
ინსტრუმენტ(ებ)ი | ვოკალი |
აქტიური | 1934–1993 |
ლეიბლ(ებ)ი | |
საიტი | ellafitzgerald.com |
ელა ფიცჯერალდი ვიკისაწყობში |
ელა ჯეინ ფიცჯერალდი (ინგლ. Ella Jane Fitzgerald; დ. 25 აპრილი, 1917, ნიუპორტ-ნიუსი, ვირჯინია, ― გ. 15 ივნისი, 1996, ბევერლი ჰილზი, კალიფორნია), აგრეთვე ცნობილი როგორც ლედი ელა (სიმღერის პირველი ლედი) — XX საუკუნის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ჯაზის მომღერალი, ცამეტი გრემის მფლობელი, ეროვნული ხელოვნების მედლით დაჯილდოებული პრეზიდენტ რეიგანის მიერ, და თავისუფლების საპრეზიდენტო მედლით — პრეზიდენტ ბუში უფროსის მიერ. სამ-ოქტავიანი ვოკალური დიაპაზონით დაჯილდოებული მომღერალი გამოირჩეოდა ტონალობის სიწმინდით, თითქმის შეუმცდარი ფრაზითა და ინტონაციით და განუმეორებელი იმპროვიზაციის შესაძლებლობით.
დაიბადა ნიუპორტ-ნიუსში, ვირჯინიაში, 1917 წლის აპრილში; გაიზარდა იონკერში, ნიუ-იორკში. გულის შეტევით 38 წლის ასაკში დედის უეცარი გარდაცვალებისა, ხოლო მამის ბავშვის დაბადებისთანავე გაუჩინარებით, 14 წლის ასაკში დაობლდა.
ელას სასიმღერო დებიუტი 17 წლის ასაკში 1934 წელს აპოლოს თეატრში შედგა, ჰარლემში, ნიუ-იორკი, იმ დროს პოპულარულ ერთ-ერთ ადრეულ „მოყვარულთა ღამეების“ კონკურსზე. თავდაპირველად ჩარფიქრებული ჰქონდა სცენაზე საცეკვაოდ ასვლა, თუმცა „ედვარდზის დების“ (ადგილობრივი საცეკვაო დუეტი) შესრულებით შემკრთალმა სიმღერა გადაწყვიტა. იმ ღამით კონკურსზე მან გაიმარჯვა, რითაც წარმატება მოიხვეჭა თავისთვისაც და აპოლოს თეატრისთვისაც. ელა იმ ღამეს შენიშნა ბარდუ ალიმ ჩიკ ვების ბენდიდან, რომელმაც ვები დაიყოლია ელა დაექირავებინა. ელამ სიმღერა ვების ორკესტრში 1935 წელს დაიწყო, ჰარლემის სავოის საბანკეტო დარბაზში. ელას რამდენიმე ჰიტ-სიმღერა აქვს ჩაწერილი მათთან, მათ შორის „(If You Can't Sing It), You'll Have to Swing It (Mr. Paganini)“, თუმცა წარმატება საყმაწვილო ლექსის „A Tisket A Tasket“ მისეულმა ინტერპრეტაციამ მოუტანა. 1939 წელს ჩიკ ვების გარდაცვალების შემდეგ, ბენდმა ტურები გააგრძელა ახალი სახელით „ელა ფიცჯერალდი და მისი განთქმული ორკესტრი“.
ელამ სოლო კარიერა 1941 წლიდან დაიწყო. თავდაპირველი სვინგის შემდეგ იგი რეპერტუარს სწრაფად ამრავალფეროვნებს და მოგვიანებით ბლიუზს, ბოსა-ნოვას, სამბას, გოსპელს, კალიფსოსა და საშობაო სიმღერებს ასრულებს. მისი გვიანდელი კონცერტები მდიდრდება სხვა მომღერალთა ბრწყინვალე იუმორისტული იმიტაციებით. კერძოდ, მას შეეძლო მერლინ მონროსა და ლუი არმსტრონგის ხმისა და ტიპური ჟესტების საკმაოდ ზუსტი იმიტაცია.
1955 წელს „დეკას“ ჩამწერი სტუდიის დატოვების შემდეგ, მისი მენეჯერი, ნორმან ფრანზი მის გარშემო ქმნის ჯაზის ჩამწერ კომპანიას, ვერვი. რვა სიმღერათა კრებული, რომელიც ელამ ვერვისთვის ჩაწერა არარეგულარული ინტერვალებით 1956-1964 წლებში წარმოადგენს მის კრიტიკოსთა მიერ ყველაზე წარმატებულად შეფასებულ ნამუშევრებს, და შესაძლოა მის ყველაზე მნიშვნელოვან შენატანსაც კი ამერიკული კულტურისთვის. სწორედ ეს სიმღერები წარმოადგენს „დიდ ამერიკულ სიმღერათა კრებულის“ უმნიშვნელოვანეს ნაწილს.
ეს რვა ალბომია:
ნიუ-იორკ ტაიმზის მესვეტე ფრენკ რიჩი ელას გარდაცვალებიდან რამდენიმე დღეში წერდა, რომ სიმღერათა კრებულების სერიაში, ელამ შეასრულა ისეთივე არაორდინალური კულტურული გარდასახვა, როგორც ეს ელვისის თეთრი და აფრიკულ-ამერიკული სოულის თანამედროვე ინტეგრაცია იყო. ეს შავკანიანი ქალი პოპულარულს ხდიდა ქალაქურ სიმღერებს დაწერილს იმიგრანტი ებრაელების მიერ და შესრულებულს ძირითადად თეთრი ქრისტიანი მსმენელებისთვის.
ელას ასევე ჩაწერილი აქვს ალბომები ექსკლუზიურად მიძღვნილი პორტერისა და გერშვინის სიმღერებისთვის 1972 და 1983 წლებში, სახელწოდებით 'Ella Loves Cole' და 'Nice Work If You Can Get It'. მოგვიანებით მან ჩაწერა კიდევ ერთი კოლექცია 'Ella Abraça Jobim', რომელშიც ანტონიო კარლოს ჟობიმის სიმღერებია გაჟღერებული.
ელას ყველაზე წარმატებული თანამშრომლობა ლუი არმსტრონგთან, გიტარისტ ჯო პასთან და ბენდის ლიდერ კონტ ბასსა და დუკ ელინგტონთან იყო.
ელას თანმხლებ შემსრულებლებად რამდენიმე სახელგანთქმული ჯაზური მუსიკოსი და სოლოისტი ჰყავდა მისი ხანგრძლივი კარიერის განმავლობაში. როი ელდრიჯი და დიზი გილესპი (საყვირები), ჰერბ ელისი (გიტარისტი) და პიანისტები ტომი ფლანაგანი, ოსკარ პეტერსონი, ოუ ლევი და პოლ სმითი - ყველა მუშაობდა ელასთან ძირითადად ცოცხალი შესრულებით.
შესაძლოა ელას ყველაზე წარმატებული თანამშრომლობა (პოპულარული მუსიკის მხრივ) მისი ფრენკ სინატრასთან სტუდიური ალბომია. ელა და ფრანკს ერთდროულად სცენაზე გამოჩენა ხშირად არ მოუწიათ, თუმცა რამდენიმე მათგანი განსაკუთრებით აღსანიშნავია: სპეციალური სატელევიზიო ჩართვა 1958 და 1959 წლებში, და ისევ 1967 წელს, ამ შოუში ანტონიო კარლოს ჯობიმიც მონაწილეობდა. ელას გამოჩენა სინტრასთან და კონტ ბასისთან 1974 წლის ივნისში კონცერტთა სერიაში ცეზარის სასახლეში, ლას-ვეგასი, სინატრას სცანაზე დაბრუნების მნიშვნელოვანი წამახალისებელი ფაქტორი იყო 1970-იანებში მის მიერ თვითგამოცხადებული კარიერიდან წასვლის გადაწყვეტილების გადათქმისთვის. კონცერტთა სერიას უდიდესი წარმატება ხვდა წილად და იმავე წლის სექტემბერში მათ ბროდვეიზე ორი კვირის განმავლობაში $1.000.000 შემოსავალი მოუტანა.
ელა ფიცჯერალდი პეგი ლის გვერდით ჩნდება, როგორც მსახიობი და მომღერალი ჯეკ ვების ჯაზის ფილმში „პიტ კელის ბლუზი“. ის ასევე ჩნდება აბოტისა და კოსტელოს ფილმში Ride 'Em Cowboy, 1958 წელს ფილმში „სენტ-ლუისის ბლუზი“ და 1960 წელს Let No Man Write My Epitaph. 1980 წელს ხანმოკლედ გაიელვა სატელევიზიო დრამაში „The White Shadow“.
ელამ ორჯერ იქორწინა, თუმცა არსებობს საბუთები, რომელიც მის მესამე ქონწინებაზე მეტყველებს. 1941 წელს ის მიჰყვება ბენი კორნეგეის, რომელიც შემდგომში ნარკოტიკებით ვაჭრობისთვის დააპატიმრეს. ქორწინება სწრაფად იქნა ანულირებული. მეორედ ელა 1947 წელს ქორწინდება ცნობილ ბასისტ რეი ბრაუნზე. ერთად მათ იშვილეს ელას ნახევარ-დის ახალშობილი, რომელსაც რეი ბრაუნ ჯუნიორი დაარქვეს. ელა და ბრაუნი 1952 წელს განქორწინდენ შესაძლოა გადატვირთული კარიერის ზეწოლის გამო.
1957 წლის ივლისში როიტერსი იტყობინებოდა რომ ელა მალულად დაქორწინდა თორ ეინარ ლარსენზე, ახალგაზრდა ნორვეგიელზე ოსლოდან. ელამ ბინაც კი შეიძინა ოსლოში, თუმცა ეს თავგადასავალი იმით დამთავრდა, რომ შვედეთის სასამართლომ ლარსენს ხუთი თვით მძიმე გამასწორებელი შრომა მიუსაჯა ყოფილი მეუღლისთვის ფულის მოპარვის ბრალდების დადასტურების გამო.
დიაბეტისგან უკვე დაბრმავებულს 1993 წელს ელას ორივე ფეხის ამპუტაცია ჩაუტარდა. 1996 წელს იგი გარდაიცვალა ბევერლი ჰილსში, კალიფორნია, 79 წლის ასაკში. დაკრძალულია ინგლვუდის პარკის სასაფლაოზე, ინგლვუდი, კალიფორნია. ელას მრავალი ჯილდოს, პირადი ნივთისა და დოკუმენტების ნაწილი საჩუქრად გადაეცა სმითსონიანის ინსტიტუტს.
ელამ გრამჩამწერ სტუდიასთან „დეკკა“ თანამშრომლობა წლების განმავლობაში სინგლების ჩაწერის შემდეგ დაიწყო.
ვერვის წლების განმავლობაში ელა სინგლებსაც წერს. 1956