„Bad Romance“ (ქართ. ცუდი რომანსი) — ამერიკელ პოპ-მომღერალ ლედი გაგას სიმღერა. იგი გამოვიდა, როგორც პირველი სინგლი გაგას მესამე EP-დან და მეორე მთავარი ალბომიდან The Fame Monster (2009). სიმღერის ავტორები არიან ლედი გაგა და პროდიუსერი RedOne, გაგას სიმღერის ტექსტი შთააგონა შიშის პარანოიამ. სიმღერა დაწერილია მსოფლიო ტურნეს დროს მოგზაურობისას, 2008 და 2009 წლებში. მისმა დემო ვერსიამ გამოსვლამდე გაჟონა, ხოლო გაგამ სიმღერის დასრულებული ვერსიის პრემიერა მოაწყო დიზაინერ ალექსანდრ მაკ-კუინის პარიზის მოდის კვირეულზე, 2009 წლის ოქტომბერში, რის შემდეგაც სიმღერა ოფიციალურად ჩაეშვა გაყიდვაში და გამოცხადდა სინგლად. მუსიკალურად სიმღერა ხასიათდება, როგორც სალაპარაკო მუსიკა. სიმღერის მთავარი სათქმელია ის, რომ სიყვარული არის საუკეთესო მეგობარი. სიმღერა, რომელიც შეიცავს ელემენტებს 1980-იანი და 1990-იანი წლების მუსიკიდან და აქვს გერმანული ჰაუს-ტექნო მუსიკის გავლენა, უკვე აღწერილია, როგორც გაგას პოპ ექსპერიმენტული ჩანაწერი.
„Bad Romance“-მა მიაღწია ნომერ პირველ ადგილზე ბრიტანული სინგლების, ირლანდიის სინგლების, კანადის ცხელი 100-ის, შვედეთის, გერმანიის, ავსტრიის და დანიის ჩარტებში, ხოლო მეორე ადგილი დაიკავა ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა ამერიკის შეერთებული შტატები, ავსტრალია და ახალი ზელანდია. საერთაშორისო მუსიკის ფედერაციის მონაცემებით, სიმღერა 2010 წელს გაიყიდა 9.7 მილიონიანზე მეტი ტირაჟით. მან მიიღო დადებითი შეფასება კრიტიკოსების მხრიდან, რომლებმაც აღიარეს, რომ ეს იყო გაგას მეორე საუკეთესო სინგლი სიმღერა „Poker Face“-ის (2008) შემდეგ. სიმღერამ აგრეთვე დაიკავა მეცხრე ადგილი ჟურნალ „როლინგ სტოუნის“ მიერ გამოქვეყნებულ რეიტინგში „2009 წლის 25 საუკეთესო სიმღერები“ და მიიღო 2010 წელს გრემის ჯილდო საუკეთესო ქალი პოპ ვოკალური შესრულებისთვის.
სიმღერაზე რეჟისორი ფრენსის ლოურენსის მიერ გადაღებული მუსიკალური ვიდეო. მასში გაგა ბანაობს თეთრ აბაზანაში, სადაც იტაცებენ სუპერმოდელები და აძალებენ ალკოჰოლის და ნარკოტიკების მიღებას, რის შემდეგაც მას ყიდიან რუს მაფიაზე პროსტიტუციის მიზნით. ვიდეოს ბოლოს გაგა კლავს ადამიანს, რომელმაც იგი შეიძინა. ვიდეომ მიიღო დადებითი შეფასება თავისი მხატვრული და ვიზუალური კუთხით. იგი 2010 წლის MTV-ის მუსიკალური ვიდეოების დაჯილდოებაზე წარდგენილი იყო ათ და გაიმარჯვა შვიდ, მათ შორის – „წლის ვიდეოს“ ნომინაციაში. მან აგრეთვე 2010 წელს მიიღო გრემის ჯილდო ნომინაციაში „საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი მუსიკალური ვიდეო“. გაგამ სიმღერა შეასრულა სატელევიზიო შოუებში, მათ შორის, გადაცემებში „შაბათ ღამეს პირდაპირ ეთერში“ და სერიალ „ჭორიკანაში“. სიმღერა მან აგრეთვე შეასრულა 2009 წლის ამერიკული მუსიკის დაჯილდოებაზე. ამ სიმღერით გაგა ხურავდა თავის მეორე მსოფლიო ტურნეს The Monster Ball Tour, რომლის დროსაც იდგა გიგანტურ მბრუნავ ბურთში.
სიმღერების სია
- "Bad Romance" – 4:54
- "Bad Romance" – 4:54
- "Bad Romance" (Hercules & Love Affair Remix) – 5:11
- "Bad Romance" (Chew Fu Remix) – 7:13
- "Bad Romance" (Starsmith Remix) – 4:55
- "Bad Romance" (მუსიკალური ვიდეო) – 5:14
- "Bad Romance" (რადიოს მოკლე ვერსია) – 4:00
- "Bad Romance" (რადიოს ვერსია) – 4:22
- "Bad Romance" (მთავარი ვერსია) – 4:54
- "Bad Romance" (რადიოს ვერსია) – 4:24
- "Bad Romance" (მთავარი ვერსია) – 4:54
- გერმანული რემიქსების ვერსია
- "Bad Romance" (რადიოს ვერსია) – 4:21
- "Bad Romance" (Chew Fu Remix) – 7:13
- "Bad Romance" (Starsmith Remix) – 4:55
- "Bad Romance" (Grum Remix) – 4:50
- "Bad Romance" (Bimbo Jones Radio Remix) – 3:58
- "Bad Romance" (Hercules & Love Affair Remix) – 5:11
- "Bad Romance" (Hercules & Love Affair Dub Remix) – 5:11
- "Bad Romance" (მუსიკალური ვიდეო) – 5:14
- "Bad Romance" (რადიოს ვერსია) – 4:21
- "Bad Romance" (Bimbo Jones Radio Remix) – 3:58
- "Bad Romance" (Chew Fu Remix) – 7:13
|
- "Bad Romance" (რადიოს ვერსია) – 4:22
- "Just Dance" (Deewaan Mix ft. Ashking, WeDis, Lush, Young Thoro) – 4:16
- "Bad Romance" (რადიოს ვერსია) – 4:21
- "Paparazzi" (DJ Dan Club Remix) – 6:37
- "Bad Romance" (Chew Fu H1N1 Fix) – 7:13
- "Bad Romance" (Kaskade Remix) – 4:20
- "Bad Romance" (Bimbo Jones Radio Remix) – 3:58
- "Bad Romance" (Skrillex Remix) – 4:23
- US Digital The Remixes EP Part 2
- "Bad Romance" (Grum Remix) – 4:50
- "Bad Romance" (Richard Vission Remix) – 5:22
- "Bad Romance" (Hercules & Love Affair Remix) – 5:12
- "Bad Romance" (Hercules & Love Affair Dub Remix) – 5:12
- "Bad Romance" (DJ Dan Remix) – 3:44
- US 'The Remixes' CD Single
- "Bad Romance" (Chew Fu H1N1 Fix) – 7:13
- "Bad Romance" (Kaskade Remix) – 4:20
- "Bad Romance" (Bimbo Jones Remix) – 3:58
- "Bad Romance" (Skrillex Remix) – 4:23
- "Bad Romance" (Grum Remix) – 4:51
- "Bad Romance" (Richard Vission Remix) – 5:23
- "Bad Romance" (Hercules & Love Affair Remix) – 5:12
|
ჩარტები
ყოველკვირეული ჩარტები
|
წლის საბოლოო ჩარტები
|
სერტიფიცირებები
2013 წლის 9 მაისიდან, RIAA-ს ციფრული სინგლების სერტიფიცირებეაში სიმღერის აუდიო და/ან ვიდეო სტრიმები ითვლენა ციფრულ ჩამონატვირთად, რისი გათვალისწინებითაც სიმღერა სერტიფიცირებული იქნა 11× პლატინით.
გამოცემების ისტორია
რესურსები ინტერნეტში
სქოლიო