_ _ _ _____ ___ __ __ _(_) | _(_)___ / ( _ ) / /_ ___ ___ _ __ ___ \ \ /\ / / | |/ / | |_ \ / _ \| '_ \ / __/ _ \| '_ ` _ \ \ V V /| | <| |___) | (_) | (_) | (_| (_) | | | | | | \_/\_/ |_|_|\_\_|____/ \___/ \___(_)___\___/|_| |_| |_|
პუმა სე ცნობილი ასევე როგორც პუმა — გერმანული მულტინაციონალური კომპანი, რომელიც აწარმოებს სპორტულ აქსესუარებს. მისი მთავარი ოფისი მდებარეობს ჰერზოგენაუჩში, გერმანიაში. კომპანია დაფუძნებულია 1948 წელს რუდოლფ დასლერის მიერ. 2007 წლის შემდეგ პუმა არის ფრანგული ჯგუფი კერინგის ნაწილი ცნობილი როგორც „RRR“ პუმა დღემდე უშვებს სპეციალური გამოშვების საფეხბურთო აქსესუარებს მაგ. King football boots
პირველი მსოფლიო ომის შემდეგ, რუდოლფ დასლერი სახლში დაბრუნდა. ომიდან რუდოლფი ჩამოვიდა ძალიან გამოცდილი ბიზნესისა და გაყიდვების საქმეში,1924 წელს მან და მისმა უმცროსმა ძმამ ადოლფმა დააფუძნეს ფეხსაცმლის ფაბრიკა სახელად „ძმა დასლერების ფეხსაცმლის ფაბრიკა“. მათი კომპანია აწარმოებდა მხოლოდ სპორტულ ფეხსაცმელს. 1927 წელს ფაბრიკას უკვე საკუთარი შენობაც კი ჰქონდა. 1934 წელს ბერლინის ოლიმპიადისთვის ფეხსაცმელი შეიძინა ამერიკელმა სპორტსმენმა ჯესი ოუენსმა. მას შემდეგ რაც ჯესიმ ოქროს მედალი მოიპოვა დოჰლერებმა 200,000 სპორტულ ფეხსაცმელზე მეტი გაყიდეს. ეს იყო მათი პირველი სასპონსორო ურთიერთობა. 1948 წელს რუდოლფი სრულიად დაესაკუთრა კომპანიას და ამ დროს დაერქვა კომპანიას „პუმა“.