_ _ _ _____ ___ __ __ _(_) | _(_)___ / ( _ ) / /_ ___ ___ _ __ ___ \ \ /\ / / | |/ / | |_ \ / _ \| '_ \ / __/ _ \| '_ ` _ \ \ V V /| | <| |___) | (_) | (_) | (_| (_) | | | | | | \_/\_/ |_|_|\_\_|____/ \___/ \___(_)___\___/|_| |_| |_|
სტუდიის შესასვლელი | |
ტიპი | სააქციო საზოგადოება |
---|---|
დარგი | კინოწარმოება |
დაფუძნდა | 1912 |
სათავო ოფისი | პოტსდამი, გერმანია |
საიტი | studiobabelsberg.com |
Studio Babelsberg — მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ძველი და ევროპაში უდიდესი კინოსტუდია, დაარსებული 1912 წელს. მდებარეობს ბაბელსბერგში (პოტსდამის რაიონი), გერმანიაში. დღესდღეობით, ძირთადად დაკავებულია სრულმეტრაჟიანი ფილმების წარმოებით, ისევე როგორც მაღალბიუჯეტიანი ფილმების თანაწარმოებით საერთაშორისო დონეზე. მისი მთლიანი ფართობი შეადგენს 460,000 კვადრადულ მეტრს.
სტუდიაში გადაღებულია ასობით ფილმი, მათ შორისაა: ფრიც ლანგის „მეტროპოლისი“ (1927) და ჯოსეფ ფონ შტენბერგის „ლურჯი ანგელოზი“ (1930). შედარებით ადრინდელი ფილმებია: „V ანუ ვენდეტა“ (2005), „ეონ ფლაქსი“ (2005), „ბორნის ულტიმატუმი“ (2007), „ვალკირია“ (2008), „უსახელო ნაბიჭვრები„ (2008), „ღრუბლის ატლასი“ (2012), „სასტუმრო გრანდ ბუდაპეშტი“ (2014), „შიმშილის თამაშები: კაჭკაჭჯაფარა — ნაწილი 1“ (2014), „შიმშილის თამაშები: კაჭკაჭჯაფარა — ნაწილი 2„ (2015), „კაპიტანი ამერიკა: სამოქალაქო ომი“ (2016) და „ძაღლების კუნძული“ (2018).